საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/12/1984
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
161
15/12/1984
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984
020.000.000.05.001.000.010
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/12/2023 - 21/02/2024)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.

2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი,

1984 წლის 15 დეკემბერი

№161–Xს

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

 

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები

ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.

ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 5. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე;

წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება

1. სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიებზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფა

არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე.

საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომების შეფარდებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრივ სისტემატური კონტროლი, საპროკურორო ზედამხედველობა, გასაჩივრების უფლება, კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

კარი II.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

I. ზოგადი ნაწილი

თავი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

    მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.

    მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.

    მუხლი 13. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ.

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 15. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, ბუნების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და სხვა იმ წესების დაუცველობასთან, რომელთა შესრულების უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.

     მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება

1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45- და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.

[ 1. სამხედრო მოსამსახურეს, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან ამ კოდექსის 45-ე და 45 1  მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1​ 1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები.  (ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან)]

1​​1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსის 45-ე, 45​1, 1151, 116-ე, 1184, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით.

2. სხვა პირს (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება, უშუალოდ ამ სპეციალური დისციპლინური ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4322 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.62

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 17. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის პასუხისმგებლობა

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

    მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 20. შეურაცხადობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

    მუხლი 21. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.

ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 

    მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა 

თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

 საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

 

თავი III. ადმინისტრაციული სახდელი

    მუხლი 23. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები

ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;

1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;

2) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;

ვ) გამასწორებელი სამუშაოები;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები

1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 26. გაფრთხილება

გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოაქვთ წერილობითი ფორმით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72

    მუხლი 27. ჯარიმა

მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მეასედზე ნაკლები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

     მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი ან საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1533 ან 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის უშუალო ობიექტი იყო, გულისხმობს მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.

4. იარაღის კონფისკაცია ან ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრება იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

    მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება

1. მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261   

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

     მუხლი 301. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, იწვევს პირის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული, იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანა-გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას.

3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის განმავლობაში დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის ფარგლებში პირზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნებართვის გაცემა.

4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს 5 წლამდე ვადით.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები

გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამართლე. გამასწორებელი სამუშაოს ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა

1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქმეს სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

[ 1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქმეს სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი..  (ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან)]

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4326 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.63

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505 – სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი IV. ადმინისტრაციული სახდელის დადება

    მუხლი 33. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 34. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;

2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;

3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;

4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.

 საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

1. მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

2. წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;

3. არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;

4. სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

5. სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;

6. სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

     მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას

1. პირის მიერ რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მას ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ცალკე დაედება.

2. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი.

3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს და რომლებიც ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 361. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

    მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელების ვადების გამოანგარიშება

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების − თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების შეჩერების − წლებით ან თვეებით.

      მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 4 თვისა.

21. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662–665 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795, 797 და 798 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 863 და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

[ 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 57​ 1  მუხლით, 57 3  მუხლის მე-2 ნაწილით, 57​ 4 , 63-ე, 66-ე, 66​ 2 , 66 4  და 79 1 –79​ 3  მუხლებით, 79 4  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79​ 5  მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილითა და 165 12 −165 23  მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2​ 1 . ამ კოდექსის 57 1  მუხლით, 57​ 3  მუხლის მე-2 ნაწილით, 57​ 4 , 63-ე, 66-ე, 66 2 , 66​ 4  და 79​ 1 –79​ 3  მუხლებით, 79 4  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79 5  მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილითა და 165 12 −165 23 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

22. პირს ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.

23. პირს ამ კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის) ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის შეფარდებისას.

5. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების დადებისას გამოიყენება იმავე კანონით დადგენილი ვადები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1350 – სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.122 

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4069 – სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.459

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2201 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 22 მარტის კანონი №2649 – ვებგვერდი, 05.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2991 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3145 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

    მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად

თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.

შენიშვნა: სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

    მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

11 . ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7−მე-9 ნაწილებით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 ნაწილებითა და 1271 მუხლის მე-6–62 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის, ხოლო მისი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილით განსაზღვრული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

31. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ ეს ქვითარი (დადგენილება) გასაჩივრებული არ არის. საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ ეს ქვითარი (დადგენილება) სასამართლოშია გასაჩივრებული − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

6. ამ მუხლით განსაზღვრული:

ა) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება;

ბ) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5628 – ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

      მუხლი 401. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

2.    დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის (მათ შორის, გარემოსათვის მიყენებული ზიანის) ანაზღაურება ან რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4072 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.502

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი

მოსამართლე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით ადასტურებს იმ მოვალეობის შესრულების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობისთვისაც პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, და დადგენილებაში განსაზღვრავს დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 

II. განსაკუთრებული ნაწილი

თავი V. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

     მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 

საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ. 45

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 21.03.2018წ.

საქართველოს 2019  წლის  19  თებერვლის   კანონი №4284  – ვებგვერდი, 04.03.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7185  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

     მუხლი 421. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1682 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.39

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7185  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

     მუხლი 422. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1682 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.39

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7185  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

    მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1090 – სსმ I, №29, 17.10.2001წ., მუხ.118

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №961 – სსმ I, №3, 14.01.2005წ., მუხ.12

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1789 – სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.277

     მუხლი 424. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2437 – სსმ I, №21, 15.07.2003წ., მუხ.147

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7185  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

    მუხლი 425. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 426. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 427. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 428. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 429. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 4210. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

შენიშვნა:                                          

1. ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.

 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება არ არის ადმინისტრაციული დაკავება. ამასთანავე, ამ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენება ამ კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით დადგენილი წესები.

საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5887 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

     მუხლი 42​11. პირბადის ტარების წესის დარღვევა

1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება −

გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −

გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −

გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

5. ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6344 – ვებგვერდი, 12.06.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 18 თებერვლის კანონი №240 – ვებგვერდი, 19.02.2021წ.

    მუხლი 43. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ- ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა

სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ასი ლარით.

იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ხუთასი ლარით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

    მუხლი 431. ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა 

1. ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 100 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 500 ლარის ოდენობით. 

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5573 – ვებგვერდი, 13.07.2016წ.

    მუხლი 432. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე 

1. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 44. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

    მუხლი 441. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა

ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2382 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.221

     მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა

1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5000 ლარისა.

[ 2. სამედიცინო საქმიანობა (გარდა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისა) ლიცენზიის გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.   (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 8 დეკემბრის კანონი №1193 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.141

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1316 – სსმ I, №5, 21.03.2002წ., მუხ.31

საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2023 – სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.269

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5719 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2398 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

    მუხლი 443. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა

1. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

    მუხლი 444. არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი

არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1056 – სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.61

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394

    მუხლი 445 . სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

[ 1. სამედიცინო საქმიანობის (გარდა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისა) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა  −

გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3835 – სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.316

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5719 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2398 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

    მუხლი 446. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4305 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.413

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275

     მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა 

1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

     მუხლი 44​8. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან აღნიშნული საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3119  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

     მუხლი 449. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა

1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარ